საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა. შეხვედრის ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“.
On this crucial path towards the European candidate status, I held a significant meeting with President @AlarKaris of Estonia, a long-standing friend and partner of ?????Your unwavering support is vital for Georgia ?? pic.twitter.com/OKgm10WMSM— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 25, 2023
ესტონეთის პრეზიდენტის ალარ კარისის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი მტკიცედ არის მოწოდებული მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას მის ევროკავშირის გზაზე!“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.
Had a great meeting with President of #Georgia @Zourabichvili_S ! #Estonia is firmly committed to supporting Georgia’s territorial integrity and Euro-Atlantic integration. We’re rooting for Georgia’s success on its #EU path! ????? pic.twitter.com/4V2VcH5a83— Alar Karis (@AlarKaris) September 25, 2023