LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: გადაწყვეტილება უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე გარკვეულწილად უჩვეულოა – დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები

249
სალომე

ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!”- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g