LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

199
6_5c6d57a406344

საფრანგეთის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ცოტა ხანში სალომე ზურაბიშვილს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უმასპინძლებს, მანამდე კი ის უკვე შეხვდა გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

„მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგახსენოთ და მოგიწვიოთ საქართველოში, როცა გნებავთ, როგორც იქნება თქვენს პროგრამაში საშუალება. ვიცი, რომ თქვენ გაინტერესებთ არამხოლოდ თბილისში ჩამოსვლა, არამედ რეგიონში ჩასვლა და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული, რადგანაც საარჩევნო კამპანიაში, კულტურასთან ერთად, კიდევ ერთი პრიორიტეტი მქონდა, რომ რეგიონების განვითარებას შევუწყოთ ხელი. ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიცი, რომ გერმანიის მიწები​ს სტრუქტურა არის დაკავშირების საშუალება და იმედი მაქვს, ამაშიც გვექნება თანამშრომლობის ახალი ტალღა. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ კუთხით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპის ცენტრში, გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს.

“გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი”, — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g