LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს – ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ

185
Capture

რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს? – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდება“.

მისი თქმითვე, ეს არჩევნები ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა.

ამასთან პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, როგორ დაბალანსდება ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ან დაუწესდება თუ არა რუსეთს სანქციები. ზურაბიშვილის თქმით, „საქართველო არასდროს აბალანსებდა დამოკიდებულებას რუსეთსა და დასავლეთს შორის“.

„საქართველო შეუერთდა სანქციებს იმ დონეზე, როგორც მოლდოვა, თუმცა არსებობს ნიუანსები. ეს არ არის პრობლემა. საქართველო არასდროს აბალანსებდა დამოკიდებულებას რუსეთსა და დასავლეთს შორის. იყო ერთი ნათელი გზა, რომელსაც მიჰყვებოდა „ქართული ოცნებაც“ მისი მმართველობის დიდი ხნის განმავლობაშიც და ეს იყო ევროპული ინტეგრაციის გზა, რადგან არ არსებობს სხვა ალტერნატივა, სადაც საქართველო იპოვის დამოუკიდებლობას, აყვავებას, მშვიდობას. 90%-იც კი მოსახლეობის, ამას ფიქრობს. ასე უჭერენ მხარს ქართულ გზას. ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაფერმა შეუშალა ხელი მოსახლეობას ამ გზაზე. ეს გზა მოიგებს, რადგან ალტერნატივა არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები