„მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი ფიქრები ოჯახებთან და გერმანელ ხალხთანაა“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ათობით კი დაშავდა
„ჩემი ფიქრები დაღუპულთან და მათ ახლობლებთან არის. ჩვენ მათ და ყველა მაგდებურგელის ვერდით ვდგავართ“, – ამბობს შოლცი.
შეგახსენებთ, გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. როგორც Sky News-ი წერს, დაღუპულია 2 და დაშავებულია 70-მდე ადამიანი. დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცი, რომელიც ნაქირავებ მანქანას მართავდა, პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველები, ამ ეტაპზე, მომხდარს თავდასხმად აფასებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არის ექიმი საუდის არაბეთიდან.