LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „მინდა მივმართო მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს, ყველას, ვინც რეპრესიებშია ჩართული: კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ“

107
სალომე ზურაბიშვილი

მინდა მივმართო ყველას: მოსამართლეებს, საჯარო მოხელეს, ვინც ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით არის ჩართული – თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რადგან არა მხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ ჩვენი, საზოგადოების წინაშე მორალურად პასუხისმგებელი იქნებით ამაზე,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.

აქტივების გაყინვა და სამოგზაურო აკრძალვა – გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის სანქციებმა „ქართული ოცნება“ ძალიან ააღელვა“.

„მინდა ვისაუბრო დიდი ბრიტანეთის სანქციებზე, რამაც ძალიან ააღელვა „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ბრიტანეთი არის ის ქვეყანა, სადაც თავისი აქტივების ძალიან დიდი ნაწილი აქვს შენახული ბევრ მაღალჩინოსანს. ამიტომ, ბრიტანეთის ასეთი გააქტიურება სანქციების კუთხით მათთვის, ნამდვილად ძალიან საგანგაშოა. ასევე, ვიცით, რომ ბრიტანეთის ოფშორული კუნძულებიდან ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა თავისი აქტივები გადმოიტანა, ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით, ნახატები და ა.შ. ეს გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები და თუნდაც ის, რომ ამჯერად ეს გადაწყვეტილებები ეხება მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებელს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი არიან უშუალოდ ის პირები, ვინც ჩართულები და პასუხისმგებლები არიან რეპრესიების იმპლემენტაციებზე.

დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის გლობალური ანტიკორუფციული სანქციების აქტი ფინანსური და ეკონომიკური რესურსების გაყინვას ითვალისწინებს.

მინდა პირადად მივმართო მათ, მოსამართლეებს, ყველას, საჯარო მოხელეს, ვინც ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით არის ჩართული. მინდა ვუთხრა მათ – თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ არა მხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ ჩვენი, საზოგადოების წინაშე მორალურად პასუხისმგებელი იქნებით ამაზე. ჩვენი, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მხრიდან, არანაირი სურვილი არაა მომავალში შურისძიებების, რადგან შურისძიებები ამ ქვეყანაში საკმარისად ვნახეთ და დღესაც ვხედავთ. ეს მორალური პასუხისმგებლობა, როდესაც ხვალ, ზეგ თუ მაზეგ საზოგადოებას თვალებში ჩახედავ, ძალიან რთული სატარებელია.

კიდევ ერთხელ, წაიკითხეთ „ქართული ქარტია“. იქ შურისძიების არანაირი ზომები გათვალისწინებული არ არის. გათვალისწინებულია ყველა რუსული კანონის, ყველა ამ რეპრესიული კანონის გაუქმება, რაც მიღებულია და ყოველდღიურად იღებენ. შემდგომ უკვე სასამართლოზე მუშაობა, რადგან ამ ქვეყანას, ბოლოს და ბოლოს, უნდა ეღირსოს ნამდვილი სამართლიანი სასამართლო“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g