საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
იგეგმება მისი სიტყვით გამოსვლა კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“.
ზურაბიშვილის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი „უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ს დელეგაციასთან“. გარდა ამისა, მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
ამავე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.