ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია“.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით. მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
Had an important meeting with President @GitanasNauseda of ??, a long-standing friend & ally of Georgia. Amid the critical juncture in Georgia’s EU integration path, your unwavering support is invaluable
?? has always stood strong with ?? – grateful for your pivotal support ??
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 27, 2023