LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს: რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა – გაშიშვლდნენ ისინიც, ვისაც შეუძლია არ შეიმჩნიოს, როგორ ცდილობს რეჟიმი ორი ქალი გატეხოს: ერთს სთხოვს დანაშაულის აღიარებას, მეორეს არაადამიანურ სასჯელს უმზადებს

202
2025-08-02_23-11-34_891585

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელსა და ნინო დათაშვილს მიმართავს და ამბობს, რომ „რეჟიმი მათ წინაშე გაშიშვლდა”.

მისივე თქმით, საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი გამარჯვებულნი არიან, „რეჟიმი კი – უსუსური”.

„მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი…

რეჟიმი თქვენ წინაშე სრულიად გაშიშვლდა. და გაშიშვლდნენ ის ადამიანები, ვისაც ამის გამართლებაც შეუძლიათ და არც ცხვენიათ. ვინც ვერ ბედავს ელემენტარული თანაგრძნობის გამოხატვას..

და ვისაც დღეს შეუძლია ეს უსამართლობა არ შეიმჩნიოს. არ შეიმჩნიოს, თუ როგორ ცდილობს რეჟიმი ორი ქალი გატეხოს: ერთს სთხოვს დანაშაულის აღიარებას, მეორეს უსასტიკეს არაადამიანურ სასჯელს უმზადებს.

მაგრამ საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს, მზია და ნინო გამარჯვებულნი არიან და რეჟიმი კი უსუსური”,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება თავად ნინო დათაშვილს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის, მზია ამაღლობელს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს.

გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის გამოც მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.

მზია ამაღლობელის საქმეზე ვრცლად წაიკითხავთ:

გრიგოლ ბესელია: „შევესწარი, რომ მზია ამაღლობელი მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე, აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა“, თუმცა მაინც მიაკრა“

ნონა ქურდოვანიძე: „მზია ამაღლობელს ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს – მის მიმართ უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას“

„ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის!“ – მზია ამაღლობელი გამომძიებელს

მაია მწარიაშვილი: „ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები ნულს ქვევითაა, მზია არის უდანაშაულო! – ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება“

„პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება – მოვუწოდებ ბიზნესს, აიღოს პასუხისმგებლობა კრიტიკული მედიის გადარჩენაზე და მივმართავ ცივილურ სამყაროს, ნუ დაგვტოვებს ავტორიტარულ რეჟიმთან მარტო“ – მზია ამაღლობელი

კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევს

„ეს არის მორიგი უკანონო და რეპრესიული სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება“ – საია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ადვოკატი თამარ კორძაია მოსამართლეს: „მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ იმსახურებს“

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“ – 200-ზე მეტი ჟურნალისტი, მედია და უფლებადამცველი განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო ორგანიზაციები: საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და დაასრულონ მედიის უპრეცედენტო დევნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g