საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იმსჯელეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგარეო ვიზიტებს, პოლიტპატიმრებს და მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: „ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს”, „კოალიცია ცვლილებისთვის“, პარტიის “ფედერალისტები”, პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები.