LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა

147
patriarqi_zurabishvili

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა, – ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„შევხვდი მის უწმინდესობას. ვისაუბრეთ ჩვენს ვიზიტებზე უცხოეთში. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაღალი ნდობა აქვთ საქართველოს მიმართ, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ასევე, ვისაუბრეთ დიასპორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან შეხვედრებზე, ქართველოლოგიის მიმართულების გაძლიერებასა და განვითარებაზე. კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა, რაც ჩემს საქმიანობაში მეტ ძალას მმატებს“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g