LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია“

147
სალომე ზურაბიშვილი პია კაუმა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი შეურაცხყოფს ხალხს, რომელიც 40 ღამის განმავლობაში დგას თბილისის ქუჩებში, აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო“ – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს. „მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ამ ეტაპზე არ ეწვიოს თბილისს“ – ჯო უილსონი აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს, რომ „პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ […]

„ასეთი არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

„მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ამ ეტაპზე არ ეწვიოს თბილისს“ – ჯო უილსონი

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g