„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ“, – ამ განცხადებით მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადო.
„მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ამ ეტაპზე არ ეწვიოს თბილისს“ – ჯო უილსონი
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველ ხალხს ახალი არჩევნები სჭირდება:
„გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი გადავდო“ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
„ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედის გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!“- წერს სალომე ზურაბიშილი X-ზე.
Very wise decision of @OSCEPA President @PiaKauma to postpone the visit to Georgia. The Georgian people do appreciate your taking into account the concerns and hopes of Georgian democracy. We need OSCE more than ever! And new elections! https://t.co/LvDdazhflj
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 6, 2025