პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, მის გეგმებსა და 29 დეკემბერს დაგეგმილ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბრიტანულ პოდკასტ The Rest is Politics-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს პარლამენტში გაიმართება
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუკის“ გვერდზე, პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემოდა.
შეკითხვაზე, თუ რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს კვირას გახდება ცნობილი:
„ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ უნდა გაიგოს კვირას და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას, კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს, დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, – თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
🎙 ინტერვიუ The Rest Is Politics-თან🎙 ინტერვიუ The Rest is Politics-თან
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024