გუშინ, პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „მიუღებელია ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა და რომ საქართველოში ეს ტაბუდადებული თემა უნდა იყოს, რაც შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს“, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „რიტორიკა უთუოდ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს ქვეყნისთვის მიუღებელი რიტორიკაა, რომელსაც ევროპული წარსული აქვს“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რაც ლგბტ-ს ეხება – ჩვენი არიან კინტოები!“.
„ერთ-ერთი სირთულე ამ გზაზე არის რიტორიკა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. რიტორიკა არის წარმოუდგენელია, ყველაფერს ამძაფრებს, ვრცელდება მთელ ევროკავშირში. ყველა ყურადღებითაა ჩვენ მიმართ და თუნდაც ქართულად იყოს ნათქვამი, ყველაფერი კარგად ესმით. რიტორიკა უთუოდ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს არის მიუღებელი რიტორიკა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული წარსული და რომლის ყველა თაობები მოდიოდა იმით, რომ ევროპული ღირებულებები იყო ჩვენი ღირებულებები. რაც ლგბტ-ს ეხება, ჩვენი არიან კინტოები!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.