28 ნოემბრიდან, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი სვამს რიტორიკულ შეკითხვას, თუ „როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს“.
„ეს დიქტატურაა. ესენი არიან დღევანდელი საქართველოს მოსამართლეები და სასამართლოები – რუსეთის გულითადი მეგობრები და ივანიშვილის მონები“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
#GeorgiaProtests How is it possible that in hundreds of administrative cases and 53 criminal cases, the prosecutor’s office is always right? This is a dictatorship.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 30, 2025
These are 🇬🇪today’s judges and courts … Russian crownies and Ivanishvili ´s slaves.