LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთს არ დავუთმეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და აბა დღეს აქ შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? არც არაფერს“ – სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა

139
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-02-25T221244.091

სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეურთდა.

აღსანიშნავია, რომ გამზირი პროტესტის 90-ე დღესაც გადაკეტილია.

პირველ გიმნაზიასთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში უკვე ადგილზე იმყოფება.

„ჩვენ არ მივეცით უფლება რუსეთს, ომის მიუხედავად, ოკუპაციის მიუხედავად, გატაცებების მიუხედავად, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა დღეს აქ შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? არც არაფერს! ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ვიდრე სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს, ფილმის, სახელწოდებით: „რესპუბლიკის დაცემა და წითელი ტერორი” ჩვენება მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე სხვადასხვა ლოკაციიდან მივიდნენ, სადაც ფიცი დადეს, გმირთა მოედნიდან კი რუსთაველის გამზირზე გადავიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g