„საქართველო ყველგან იქნება წარმოდგენილი, სადაც მისვლას შევძლებ, მაგრამ ჩემი ძირითადი, მუდმივი ადგილსამყოფელი არის საქართველო და მე არსად ვაპირებ, რომ წავიდე“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მიმართ ძალიან კარგი განწყობაა, რადგან პარტნიორები ხედავენ, რა გამძლეობით და რამდენი დღე დგას ქართველი ხალხი ქუჩაში.
„საქართველოს მიმართ ძალიან კარგი განწყობაა. ეს განწყობა გამომდინარეობს იქიდან, რომ დღეს ჩვენი ხალხი იბრძვის და ქუჩაში დგას. როცა ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რა გამძლეობით და რამდენი დღე დგას ხალხი ქუჩაში, ძალიან დიდ სიმპათიას იწვევს და დახმარების სურვილს აღუძრავთ. მე ვარ იქ, სადაც ვარ.
გამოვდივარ ქვეყნიდან, რადგან აუცილებელია ჩვენი სიტყვა მივიტანო იქ, სადაც შემიძლია, მიცნობენ, ფორმალურ, ოფიციალურ ურთიერთობებს აგრძელებენ. ამიტომ ვიყავი ტრამპის ინაუგურაციაზე, რომ იქ საქართველო ყოფილიყო წარმოდგენილი და არა მე პირადად, რომ იქ გამოვჩენილიყავი.
„ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე“ – სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ევროკავშირის მხრიდან საჭირო ნაბიჯებზე.
საქართველო ყველგან იქნება წარმოდგენილი, სადაც მისვლას შევძლებ, მაგრამ ჩემი ძირითადი, მუდმივი ადგილსამყოფელი არის საქართველო და მე არსად ვაპირებ, რომ წავიდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც მანვე აღნიშნა, საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, პარტნიორებს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
„ეს ჩემი მოვალეობის ნაწილია, როგორც პრეზიდენტის. მე ვთვლი და არა მხოლოდ მე, რომ ეს არ არის პიროვნული სტატუსი. მე საქართველოსთვის დღეს ვარ ერთადერთი დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინსტიტუტი. არ არსებობს ეს ინსტიტუტი, თუ არ აერთიანებს საზღვარგარეთ და საქართველოში მყოფ ქართველებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
გეტყვით იმ შეხვედრებზე, რაც აქ ჩავატარე. საქართველო წარვადგინე იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვეხება, ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა, რაც ჩვენს თვალწინ ხდება- დემოკრატიის ჩამოშლა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გაუქმება. ეს ყველაფერი არის ჩვენი საქმე, ჩვენი მოსავლელი. შეგვიძლია ჩვენს პარტნიორებს ავუხსნათ და გაიგონ, თუ რამდენად რთული მდგომარეობაა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პარტნიორებთან საუბრის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ რუსეთი ე.წ. ჰიბრიდულ სტრატეგიას აქტიურად იყენებს.
„ჩემი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ 2008 წელს საქართველომ განიცადა რუსეთისგან სამხედრო შემოტევა. პირველი და ერთგვარი „საცდელი ქვა“ ვიყავით რუსეთის სამხედრო სტრატეგიისთვის, რომელიც შემდეგ ყირიმში და 2022 წელს მთლიანად უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდა.
ახლა ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ „საცდელი ქვა“, ოღონდ არა სამხედრო კუთხით, არამედ ჰიბრიდული სტრატეგიის მსხვერპლი გავხდით ამ არჩევნებზე. ცხადია, ეს „ქართული ოცნების“ ხელით განხორციელდა, მაგრამ ჩაფიქრებული, მომზადებული, სტრატეგიულად დაგეგმილი ნამდვილად სხვაგან იყო.
ამათ ტვინებში არ დაგეგმილა, ეს სხვა უწყებებიდან მოდის. ეს არის ბევრად დიდი ხნის მომზადებული, ვიდრე ჩვენ ამას ვხედავდით და ვამჩნევდით. ჩვენ ძალიან წყნარად ვუყურებდით ამ არჩევნებს და ეს უნდა ვაღიაროთ. მიგვაჩნდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა იმიტომ, რომ ამდენი ხალხი გამოვიდა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ერთხელ, მეორედ.
ამდენი წელი გავიდა და ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლება ჩქარ-ჩქარა მიდის ავტოკრატიისა და რუსეთისკენ. ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სურათს, რომ ადვილი იქნებოდა ამ არჩევნების მოგება, ადამიანები არჩევნებზე მივიდოდნენ და მობილიზაცია საკმარისი იქნებოდა“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, პარტნიორებს აუხსნა, რომ ეს არის ახალი ჰიბრიდული სტრატეგია, რომელიც მხოლოდ საქართველოზე კი არ ვრცელდება, არამედ სხვა ქვეყნებზეც.
სალომე ზურაბიშვილი – „კი“ სანქციებს, ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა
„რუსეთი შემდეგი ეტაპისთვის ემზადება – ამიტომ საქართველო, ამიტომ მოლდოვა, ამიტომ რუმინეთი. თუ მან არ გაიმარჯვა ომში, თუ მან არ გაიმარჯვა მშვიდობაში, ე.ი. უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში და არჩევნებში გამარჯვებით დაიბრუნოს ის უკრაინა, რომლის დაბრუნებაც უნდა, როგორც უნდოდა საქართველოს დაბრუნება, იმის მიუხედავად რომ ომით ვერ დაიბრუნა ის. ეს არის გეგმა.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გეგმა გაიმარჯვებს – ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტნიორებთან იყო სწორედ ის, რომ მათ ამ ყველაფერს გლობალურად შეხედონ, შეხედონ და უფრო კარგად შეისწავლონ ის, რაც მოხდა საქართველოში. ვისაც მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ შეისწავლოს, ვურჩევ, დროულად შეისწავლოს“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.