LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი თბილისიდან კიშინეუში „ეარ მოლდოვას“ პირველი რეისით იმგზავრებს

68
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (80)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრებს, რომელსაც მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია „ეარ მოლდოვა“ შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.

მოლდოვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2022 წლის მაისიდან დაიწყო და შესაბამისი გადაწყვეტილებით, „ეარ მოლდოვა“ ფრენებს კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g