LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „უკვე ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ… საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ესეც არის ძალიან ძლიერი ნიშანი იმის, თუ რამდენად რუსულია ეს რეჟიმი“

126
სალომე ზურაბიშვილი

„სააღდგომო დღეებში რუსეთმა გააძლიერა უკრაინაზე შეტევა. ასევე იქცევა აქაური რუსული რეჟიმი, რომელმაც აღდგომა დღეს, ორშაბათს გაახშირა დაკავებები… უკვე ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკსა და ტროტუარზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ადამიანებს აკავებენ თუნდაც საფეხმავლო ბილიკზე, ტროტუარზე, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ გააჩნიათ და ა.შ.“. ზურაბიშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, „რამდენად რუსულია რეჟიმი“:

„მინდა გითხრათ ჩემი აღშფოთება და ჩვენი, როგორც „წინააღმდეგობის პლატფორმის“ პოზიცია იმის გამო, რაც ხდება სააღდგომო პერიოდში, „დიდი შვიდეულის“ დროს მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში ამ დროს მიღებულია ლმობიერება მათ მიმართ, ვინც ციხეში ზის. ჩვენთან ეს არ მოხდა და არ ხდება. ერთი მხრივ, ეს ძალიან გასაგებია იმიტომ, რომ ასე იქცევა რუსეთი და ვნახეთ დაბომბვები უკრაინის მისამართით – სწორედ იმ დღეებში, რომელიც არის საზეიმო და ქრისტიანული ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რუსეთი აძლიერებს თავის შეტევას და იერიშს.

ჩვენი, აქაური რუსული რეჟიმიც ასევე იქცევა თავისი მოსახლეობის და საზოგადოების წინააღმდეგ. ამ პერიოდში, აღდგომა დღეს, ორშაბათს გაახშირა დაკავებები – ყველაზე უსუსურ პირობებში. საერთოდ არავინ არაფერს არღვევს იმიტომ, რომ პირველივე დღიდან, ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ აქ უკვე გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, როცა ადამიანებს აკავებენ თუნდაც საფეხმავლო ბილიკზე, ტროტუარზე, ადამიანებს აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ გააჩნიათ და ა.შ. ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით და სწორედ ამისთვის გამოყენებული არის ეს პერიოდი, რომელიც ჩვენთვის, ყველა ქრისტიანისთვის უნდა იყოს ცოტა სხვა დატვირთვის, მაგრამ ამას ვერ მოვთხოვთ რუსულ რეჟიმს. საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ესეც არის ძალიან ძლიერი ნიშანი იმის, თუ რამდენად რუსულია ეს რეჟიმი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

🔴 ბრიფინგი

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g