LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან

96
სალომე-ზურაბიშვილი

„ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა.

„როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში ესკალაცია და დაძაბულობაა. შიგნით, ისევე როგორც გარეთ, პასუხი ამ დაძაბულობაზე და გამოწვევებზე რეალობას აცდენილია – ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ამ ვითარებიდან ვერ გამოგვიყვანს.

პანდემიამ გვაჩვენა, რომ სოლიდარობის გარეშე მას ვერ დავამარცხებთ. ესკალაცია ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა და შიგნით დაპირისპირებას და პოლარიზაციას ჩიხში შეჰყავს ქვეყანა.

მინდა ვისარგებლო დღევანდელი ჩემი გამოსვლით და ამ უაღრესად მძიმე ეტაპზე, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მის სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დიალოგის მცდელობას, რომელიც მიმართულია რეალურ დეესკალაციისა და კონფლიქტის გადაჭრისკენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც „ონლაინ“ ფორმატში გაიმართა და ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკას მიეძღვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g