სალომე ზურაბიშვილი ზურა ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ზურას გარდაცვალებამ არა მხოლოდ „ქართული ხმები“, არამედ ქვეყნის ყველა მუსიკალური კოლექტივი და ანსამბლი დააობლა.
“მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანის ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალების გამო.
ზურას გარდაცვალებამ არა მხოლოდ „ქართული ხმები“, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მუსიკალური კოლექტივი და ანსამბლი დააობლა, კიდევ ერთი გამორჩეული ხმა გამოაკლდა ქართულ მრავალხმიანობას.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს!”-წერს სალომე ზურაბიშვილი.
„ქართული ხმების“ სოლისტი, ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა
„გზა ჩაუწყდა, ფეხით იყო“ – ზურა ბაკურაძის გარდაცვალების დეტალები