LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ: კელი დეგნანი

60
კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას საერთო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე დადებითად აფასებს. დეგნანის თქმით, პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას გულისხმობს, რაც ქვეყანაში არსებობს.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის.

პრეზიდენტი: ეროვნული თანხმობის პროცესში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება, რადგან ის მხარდაჭერილი უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და დიასპორისგან

სალომე ზურაბიშვილი: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან

„პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს. ყველა მხრივ მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის. ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ ყველას აქვთ საკუთარი ხმა ამ პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას. ყველამ კარგად ვიცით, ეს პროცესი სწრაფად, ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება, ამისთვის პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში“, განაცხადა კელი დეგნანმა.

გიორგი გახარია: ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g