LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თელავში გაიმართება

zurabishvilisalome

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თელავში გაიმართება. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლეში შედგება.

3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ თბილისში არ გაიმართება და ინაუგურაციის ადგილად სხვადასხვა ქალაქი განიხილება.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დანიშნული, ამავე დღეს ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები