LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა, ფოთში გაიმართოს

inauguracia

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება.

ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება. როგორც “ინტერპრესნიუსი” არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარების ადგილად განიხილება, ქალაქი ფოთია.

მათი ინფორმაციით, ზურაბიშვილი ინაუგურაციის ფოთში გამართვას იმ სიმბოლური დატვირთვით ხსნის, რომ ქალაქის აღმშენებლობა მისი დიდი ბაბუის, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო. სალომე ზურაბიშვილმა სწორედ იგივე მიზეზით საარჩევნო კამპანიაც სიმბოლურად სწორედ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გამართული შეხვედრით დაიწყო.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები