LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება

ბასა

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება. ფოცხიშვილი ამბობს, რომ დღეიდან დაიწყება ღონისძიებაზე მუშაობა:

“ვფიქრობ, ეს ღონისძიება უნდა იყოს დახვეწილი, ღირსეული, გემოვნებიანი ქართულიც და ევროპულიც, ამავდროულად. ჩემთან ერთად შემოქმედებით ჯგუფში არის მხატვარი თამარ ფოცხიშვილი და კიდევ ძალიან დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ინაუგურაციაზე იმუშავებენ.

ინაუგურაცია რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს, რთული გასაკეთებელია. ადგილი, რომელზეც ჯერჯერობით ლაპარაკია, არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი, სათუთი და ძალიან ლამაზი ადგილი. ვფიქრობ, რომ თელავში ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა”, – ამბობს რეჟისორი.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მე-2-ის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g