LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

125
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს.

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g