LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა დაგროვებითი პენსიით ერთ წელში 30 280 ევრო მიიღო – ქველმოქმედებისთვის 80 000 ლარამდე დახარჯა

245
FORTUNA.GE- (5)

საქართველოს პრეზიდენტმა, 2020 წელს, საფრანგეთის დაგროვებითი პენსიის სახით ერთ წელში 30 280 ევრო მიიღო.

ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ფინანსების შესახებ, ასახულია დეკლარაციაში, რომელიც მან 2021 წლის 18 იანვარს შეავსო.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მთელი წლის განმავლობაში, ქველმოქმედებისთვის გადარიცხა 78 326 ლარი. 

ფინანსურ დოკუმენტში ასევე ნახავთ ინფორმაციას მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ.

პრეზიდენტი საქართველოში ფლობს 126,33 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს, რომელიც მან 2006 წელს შეიძინა.

მის მფლობელობაშია ასევე 60 კმ.მ ფართის ბინა პარიზში, რომლის შეძენის თარიღად მითითებულია 1989 წელი, ღირებულების გრაფაში კი 150 000 ევრო.

რაც შეეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, 235 კვ.მ ფართობის ნაკვეთი სალომე ზურაბშვილმა 2006 წელს 160 000 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება საბანკო ან სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებსა და შენატანებს:

საქართველოს ბანკში, პრეზიდენტის ანაბარზე ფიქსირდება 30 000 დოლარი. სახელფასო ანგარიშზე 1 940 ლარი, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე – 5 დოლარი, ხოლო société générale Paris-ის მიმდინარე ანგარიშზე 62 378 ევრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g