LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა გუნდის წევრები დაასახელა

zurabishvilisalome-7__50x50

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის წევრები დაასახელა. ესენი არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია; ქეთევან მახარაშვილი – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ეთნიკურ უცირესობებთან საკითხებში და ტერიტორიული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაციის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის პრესსპიკერი.

დიმიტრი გაბუნია – საპარლამენტო მდივანი; სიმონ პეტრიცი – შშმ პირების საკითხებში მრჩეველი; ნათია სულავა – დიასპორის და  მოქალაქეობის საკითხებში მრჩეველი; აკია ბარბაქაძე – სამხედრო საკითხებში მრჩეველი; ირინა შენგელია – საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობასთან საკითხებში მრჩეველი; კოტე ნაცვლიშვილი – კულტურის, განათლების და მეცნიერების საკითხებში მრჩეველი.

სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე რეზიდენციაში 18 დეკემბერს შევიდა. 18 დეკემბერსვე ცნობილი გახდა, რომ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმა შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაშიც გააგრძელოს მუშაობა. ამ დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ მან გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, კობა ედილაშვილს და საფინანსო სამსახურის უფროსს თამარ გოდერძიაშვილს ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა შესთავაზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g