საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ისე როგორც ალისას, „საოცრებათა ქვეყანაში“ ცხოვრება მოუწევს, – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ერთის მხრივ, ოკუპანტების დაგმობას და მეორეს მხრივ, მათთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვას ნიშნავს.
მედოევმა კომენტარი ზურაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუზეც გააკეთა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთთან თანამშრომლობის დრო არ არის.
“არ მგონია, რომ ამ საკითხზე ვინმე მისგან ორიგინალურ პასუხს ელოდებოდა. მისი არჩევის პირველი წუთებიდან ხმამაღალი მესიჯი იქნა გაგზავნილი, როგორც დასავლელი პარტნიორებისთვის, ასე რუსეთისთვისაც. ეს მესიჯი შიდა მოხმარებისთვისა გამოსადეგია”,- განაცხადა მედოევმა.
მანვე დასძინა, რომ გაუგებარია როგორ შეიძლება რუსებს ოკუპანტები უწოდო და ამავდროულად, მათ რესტორანში ემსახურო და უცეკვო.
მისივე თქმით, გაუგებარია თუ როგორ შეიძლება რუსებს ოკუპანტები უწოდო და ამავდროულად მათ რესტორნებში ემსახურო და უცეკვო.
“ოკუპანტების დაგმობა და მათთვის საქონლისა და მომსახურების მაინც მიყიდვა – ეს 40-იანი წლების პარიზს ჰგავს, სადაც კოლაბორაციონიზმს ჰქონდა ადგილი. თუმცა ეს თემა სალომე ზურაბიშვილთან ახლოს არის,” – განაცხადა დიმიტრი მედოევმა.