LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზურაბიშვილთან შეხვედრა არ შედგა, დროებით ვიშლებით” – სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის წევრების აქცია დასრულდა

81
BeFunky-collage (5)

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრების საპროტესტო აქცია დასრულდა.

საზოგადოების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა აღნიშნული შეხვედრა არ შედგა. ვადა 15 საათზე ამოიწურა.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები დროებით იშლებიან და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

„დროებით ვიშლებით, სამოქმედო გეგმას გეტყვით რას ვაპირებთ და როგორი შეკრებები გვექნება. ,,თავისუფლება მიშას” იქნება ყველგან და ეს ლოზუნგი არ გაჩერდება არასდროს. შემდეგი შეხვედრა იქნება ძალიან მალე”, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

mazda magti 5g