„სალომე ზურაბიშვილზე გუშინდელი თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა იქნას გამოძიებული“, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ეკა ბესელია: „სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომლითაც დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება – გიორგი გაბიტაშვილს ოფიციალურად ვთხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება“
„გუშინ მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია“
„საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე გუშინდელი თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა იქნა გამოძიებული, როგორც ყველა სხვა თავდასხმა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.ყველა პიროვნება თანასწორია კანონის წინაშე. სამართლიანი და დროული სასამართლო პროცესის უფლება საქართველოს კონსტიტუციაშია”, – წერს კუბერნატი.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.
აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. მომხდარის გამო, სალომე ზურაბიშვილმა საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება.