LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალონების დაკეტვა არ იგეგმება – ეკონომიკის მინისტრი

131
11a31365f975c58e89132e8dbd4d6964-XL-800x445

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ თუ რა ფორმით იქნება შეზღუდვები ქვეყანაში 3 იანვრის შემდეგ, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. თუმცა, ნათია თურნავა იქვე დასძენს, რომ ამ ეტაპზე, სალონების დაკეტვა არ იგეგმება.

„ვხედავთ, რომ უკვე მიღებულმა ზომებმა თავისი აშკარად პოზიტიური შედეგი გამოიწვია. მართალია, გარდაცვალება ჯერ კიდევ დიდია, რადგან ბევრი დამძიმებული პაციენტი იყო, მაგრამ ახალი ინფიცირებულების რაოდენობა კლებულობს. ეს იმ დაბალანსებული შემზღუდავი ღონისძიებების გამოა, რაც ჩვენ დროულად მივიღეთ. არ შემიძლია, არ აღვნიშნო მაღალი დისციპლინა, რომელიც გამოიჩინეს სავაჭრო ობიექტებმა და მათმა მომხმარებლებმა”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მთავრობა იმსჯელებს და ჩამოყალიბდება, თუ რა ფორმით იქნება 3 იანვრის შემდეგ შეზღუდვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g