სალონიკის აეროპორტის დახურვის გამო, კავალასა და სალონიკს შორის ავტობუსები დაინიშნა

83

სალონიკის აეროპორტის დროებით დახურვის გამო და მგზავრთა ინტერესების გათვალისწინებით, ბერძნულმა სატრანსპორტო კომპანიამ KTEL coach company დღეიდან კავალასა და სალონიკს შორის ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დანიშნა (ერთი გზის ღირებულება 20 ევრო).

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეუფერხებელი და დროული გადაადგილების გამო, მგზავრები სალონიკის ავტობუსების სადგურზე რეისის გაფრენამდე 4 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეუძლიათ, ეწვიონ შემდეგ ბმულებს:  www.e-ktel.com და www.kva-airport.gr

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, სალონიკის აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის გამო, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air სალონიკიდან ქუთაისში დაგეგმილ ფრენებს, კავალას აეროპორტიდან, უცვლელი განრიგით, ასრულებს.

ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციიით, მომხმარებლებისთვის, რომელთაც სალონიკის ფრენის ბილეთები წინასწარ ჰქონდათ დაჯავშნილი, ავტომატურად დაიჯავშნა ბილეთები კავალას აეროპორტიდან დაგეგმილ ფრენებზე. 9-დან 23 დეკემბრამდე, Wizz Air-ი თავის მგზავრებს სალონიკის აეროპორტიდან კავალას აეროპორტში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფს. სალონიკიდან მომავალი მგზავრები სალონიკის აეროპორტში რეისის გაფრენამდე 4-5 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. მომხმარებლებს, რომელთაც აეროპორტის ცვლილება არ სურთ, საშუალება აქვთ, Wizz Air-ისგან თანხის სრული ანაზღაურება მოითხოვონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები