LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალვადორ სობრალი რეანიმაციაში იმყოფება

75

წლევანდელი „ევროვიზიის“ გამარჯვებული, სალვადორ სობრალი საავადმყოფოში ამ დღეებში გადაიყვანეს. მომღერალს გულის გადანერგვის ოპერაცია სასწრაფოდ ესაჭიროება. როგორც ცნობილია, პორტუგალიელი ვარსკვლავის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

დასავლური მედიის ცნობით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სალვადრს მთელი რიგი კონცერტების გადადება მოუწია. მისი მდგომარეობა კი განსაკუთრებით ეშტორილში გამართული კონცერტის შემდეგ დამძიმდა.

„არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ფაქტი ჩემი ჯანმრთელობის შესახებ. სამწუხაროდ დადგა დრო, როდესაც ჩემი სხეული მეცნიერებას უნდა გადავცე და კონცერტებსა და მუსიკაზე დროებით უარი ვთქვა“, – განაცხადა მომღერალმა ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე ცოტა ხნის წინ განათვსა.

სალვადორის პრობლემების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ „ევროვიზიის“ მიმდინარეობის პროცესში გახდა. ამის გამო მას მოსამზადებელი ეტაპის გაცდენა მოუწია და ღონისძიებაზე მხოლოდ გახსნის დროს გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები