LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორ-სამ კვირაში საქართველო „რემდესივირს“ მიიღებს”

107
კორონა (1)

უახლოეს 2-3 კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი მონოკლონური ანტისხეულები უკვე საქართველოშიც გამოჩნდება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ისინი უკვე შექმნილია და სავარაუდოდ 2-3 კვირაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მონოკლონური ანტისხეულები ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება. ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას. მონოკლონური ანტისხეულები COVID-ის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მათი დანიშნულებაა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს.

დადგება თუ არა არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ

მსოფლიოს 70-მა ქვეყანამ არჩევნები არ ჩაატარა

ამ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდა დაიწყო აშშ-ში და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, ამ დარგის წამყვანი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, რომ იყოს ამ მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის.

ახლა მიმდინარეობს ონლაინ-ტრენინგები, როგორ გამოვიყენოთ ეს მონოკლონური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან და ესეც 2-3 კვირაში, ვფიქრობ ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, დაახლოებით ამავე პერიოდში საქართველო „რემდესივირსაც“ მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g