ორთაჭალაში, 300 არაგველის ქუჩაზე მდებარე სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი Sam Raan უნიკალური და საუცხოო კომპლექსია, რომელშიც შეგიძლიათ განსაკუთრებული რიტუალებითა და სპა პროცედურებით ისიამოვნოთ.
ტაილანდური მასაჟი, აღმოსავლური აბანო, გადახვევის ევროპული ტექნიკები, ჰიმალაიური მარილის ოთახი, ფლოტაცია (ტივტივი) მკვდარი ზღვის მინერალებიან აუზში, აზიური აბაზანები – ეს იმ 150-მდე მომსახურების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ცენტრში მომხმარებელს სთავაზობენ. სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი თბილისში გასული წლის ნოემბერში გაიხსნა. Sam raan ტაილანდურიდან ქართულად სიამოვნებას ნიშნავს. ცენტრი 1700 კვ.მ.-ის ფართზეა განთავსებული.
სპა ცენტრში იტალიური ბრენდის ”ალდო კოპოლას” სალონიც მდებარეობს, სადაც კლიენტებს თმისა და სახის მოვლის პროცედურებს, ფრჩხილების მოვლას და სოლარიუმის მომსახურებას სთვაზობენ. ცენტრში მასაჟის ექვსი ოთახი ფუნქციონირებს. აქედან ერთია ტაილანდური, ასევე ინდური ”აირვედა”.
ეთუკა ძაბირაძე (Sam raan Spa @ Wellness Center-ის გაყიდვების მენეჯერი): ერთია ოთახი, სადაც განთავსებულია ახალი ევროპული ტექნოლოგიების საწოლი, სადაც კეთდება ე.წ. გადახვევა. აქ ძირითადად ანტიცელულიტური მასაჟების შემდეგომ იტარებენ პროცედურას, იკეთებენ 20 წუთიან პროცედურას. ადამიანი წვება სპეციალურ საწოლში, რომელშიც მოთავსებულია წყალი. გეფარება სპეციალური საბანი, რომელიც გავსებულია ცხელი წყლით, ტემპერატურა არის საკმაოდ მაღალი, საუნის ეფექტი რომ ქონდეს და ღრმად რომ შევიდეს კანში ეს პროდუქტი. ამ ოთახს ქვია Wrap room.
ცენტრში ფუნქციონირებს ასევე კოსმეტოლოგის კაბინეტი. საინტერესოა ასევე ოთახი, სადაც ორი საწოლი დგას. ამ ოთახის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პროცედურა მეუღლესთან ან მეგობართან ერთად შეგიძლიათ ჩაიტაროთ. ოთახში ორი თერაპევტი ერთდროულად მუშაობს. აქ სხვადასხვა ტიპის მასაჟი კეთდება, როგორიცაა: არომა მასაჟი, შვედური მასაჟი, ცხელი ქვით მასაჟი, მცენარეული ტომსიკებით მასაჟი, ზურგისა და ფეხის მასაჟი.
სპა ცენტრში სხვადასხვა პროდუქტით ანტიცელულიტური პროცედურებიც კეთდება. ცენტრი ფრანგული ბრენდის ”ფიტომერის” ოფიციალური შემომტანია საქართველოში. ”ფიტომერი” ზღვის მინერალებზე დამზადებული პროდუქტია, რომელიც სახისა და სხეულის მოვლისთვის გამოიყენება. სპა ცენტრში ასევე არის ე.წ. ფლოტაციის ოთახი. აუზი, სადაც წყალი გაჯერებულია მკვდარი ზღვის მინერალებით და ძალიან სასარგებლოა, მომხმარებელში პოპულარობით სარგებლობს. პროცედურა 30-40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. სპა ცენტრში ე.წ. მარილის ოთახიც ფუნქციონირებს.
ეთუკა ძაბირაძე (Sam raan Spa @ Wellness Center-ის გაყიდვების მენეჯერი): მარილი ჩამოტანილია ჰიმალაიდან. მთლიანად იატაკი არის მარილის, ჭერიც მარილის, კედლებიც. არის ძალიან სასარგებლო. ოთახში ჩერდები 20 წუთის განმავლობაში და სუნთქავ. გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რომელიც ძალიან სასარგებლოა ვისაც აწუხებს ბრონქიტი, ასთმა, მწეველებისთვის არის კარგი.
სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის ძირითადი მომხმარებლები მამაკაცები არიან. ცენტრი უმეტესად უცხოელებზეა გათვლილი. მათში დიდი პოპულარობით საფერავის პაკეტი სარგებლობს. ამ პაკეტში ყველა პროცედურა ყურძენს უკავშირდება. მომხმარებელი თავდაპირველად ფეხით ჭყლეტს ყურძენს, შემდეგ იღებს ღვინის აბაზანას, რომელიც ტაილანდურისა და ინდური ოთახის გარდა ყველგან არის მოწყობილი. სპა ცენტრში ”ფიტომერის” გარდა გამოიყენება ”დივაინის” და ”დიბიმილანოს” პროდუქცია. ”დივაინის” პროდუქცია, რომლითაც ცენტრი სარგებლობს ძირითადად ყურძნისან არის შექმნილი. სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის ყველა ოთახს ორთქლის საუნა აქვს.
Sam raan Spa @ Wellness Center-ში სახის ერთ საათიანი პროცედურების ფასი 140-დან 180 ლარამდე მერყეობს. ტანის პროცედურების ფასი კი 180-დან 285 ლარამდეა.
სპა ცენტრს მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. 5 ექსკლუზიური პაკეტით სარგებლობა მომხმარებელს წლის ბოლომდე შეუძლია.
სპა ცენტრს მომავალში დიდი გეგმები აქვს. 5 ნოემბერს Sam raan Spa @ Wellness Center მინსკში სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრების საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობისთვის ემზადება. ნოემბერშივე გაემგზავრებიან ლონდონში სპა ცენტრების ცერემონიაზე, სადაც Sam raan Spa @ Wellness Center ნომინირებულია. მსგავსი გეგმები სპა და გამაჯანსაღებელს ცენტრს მომავალი წლისთვისაც აქვს.