„სამაგალითო მამა ხარ“ – ასეთ კომენტარს უწერენ კახი კალაძეს „ინსტაგრამზე“ მას შემდეგ, რაც მან თავის ვაჟთან, ბიბისთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.
მამა-შვილი ერთად სეირნობს, თუმცა არ არის მითითებული, სად არიან ისინი. ცნობილია, რომ კახი და მისი ოჯახი საზღვარგარეთ ხშირად დადიან ერთად და ზოგადად, თბილისის მერს შილებთან დროის გატარება ძალიან უყვარს. კახი კალაძეს და მის მეუღლეს, დიზაინერ ანუკი არეშიძეს ოთხი ბიჭი ჰყავთ.