LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ უგულო ბავშვები, თუ სასწრაფოდ უნდა უშველონ მათ“? – ია ფარულავას სტატუსი მიუსაფარ ძაღლზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

328
ფორტუნა (6)

მიუსაფარ ძაღლზე, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ ბავშვებმა სცემეს, სოციალურ ქსელში ბევრს წერენ.

მომხდარს ეხმაურება მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა და კითხვას სვამს:

„სამაგალითოდ დაისაჯონ უგულო ბავშვები, თუ სასწრაფოდ უშველონ მათ …? ასეთი ბავშვები იყვნენ არიან და იქნებიან …. ვის მოვთხოვოთ პასუხი ოჯახს, სკოლას თუ community ის“ ? – კითხულობს ია ფარულავა.

მსახიობის და ტელეწამყვანის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„შველა უნდათ ია, დასჯა არაა მხოლოდ საშველი“, – წერს ნინო ნადირაძე.

„ზუსტადაც უნდა დაისაჯონ, სხვამაც იგივე რომ არ გაიმეოროს“,

„Სამწუხაროა და საშიში საზოგადოებისთვის ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები. ბავშვების ბრალი არ არის. ტყავის ქურთუკით არავინ იბადება. როგორც გაზრდი, ისეთია“,

„საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს“, – წერენ სოციალურ ქსელში.

 

 

„გაუძლო.. ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა, თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო“ – როგორია დაშავებული მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g