LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ტრადიციებზე და ქრისტიანობაზე დავიწყებთ ლაპარაკს, ამ ცეკვის ისტორია “დავსერჩოთ” იქნებ – ლია უკლება

734
26

აგრესიული და შურაცხმყოფელი კომენტარები მხატვარ ლია უკლებას ფეისბუქ გვერდზე კვლავ არ წყდება.  2 დღის წინ მხატვარმა სკანდალური „სამაია“ ფეისბუქ გვერდზე გასაყიდად გამოტანა.

მხატვარს ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანული სიწმინდის ხელყოფაში ადანაშაულებენ.

ლია უკლება მათ მოუწოდებს, რომ ამ ცეკვის ისტორია მოიძიონ და წაიკითხონ.

“მეგობრებო, სანამ ტრადიციებზე და ქრისტიანობაზე დავიწყებთ ლაპარაკს, ამ ცეკვის ისტორია დავსერჩოთ იქნებ 🙂 სამაია წარმართული რიტუალია.
„სამაია“ — წარმართობის დროინდელი ქართული რიტუალური საფერხულო ცეკვა. ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები „ძეობის“ დღესასწაულზე. ტერმინი „სამაია“ ანუ „სამა“ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, აღნიშნავს „როკვას, შუშპარს“”,- წერს მხატვარი.

შეგახსენებთ,  მხატვარს “სამაიას” შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნინო სუხიშვილის განცხადების შესახებ შეიტყო – ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორის, ლევან აკინის თქმით, ნინო სუხიშვილმა მას უთხრა,, რომ ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს.

https://www.facebook.com/LiaUklebaArt/photos/a.419047752214542/595460821239900/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g