LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამარცხვინო განცხადება… ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება!“ – Tbilisi Pride-ის ორგანიზატორები და მონაწილეები „რიონის ხეობის მცველებს“ პასუხობენ

347
თაბაგარი და დავით კახაბერი

„რიონის ხეობის მცველების“ განცხადება არის პირადად ჩემი და ჩემი თანამებრძოლების შეურაცხყოფა!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლგბტქ უფლებადამცველი და „თანასწორობის მოძრაობის“ წევრი დავით კახაბერი წერს, რითაც მოძრაობის მიერ „თბილისი პრაიდზე“ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

„ბევრ სამოქალაქო ინიციატივას შეუქცევია ზურგი ლგბტ ადამიანებისთვის, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება!  ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვის გვერდითაც ვიდექი აი, ამას წერენ“ – წერს „ფეისბუქზე“ დავით კახაბერი.

„რიონის ხეობის მცველების“ განცხადებას Tbilisi Pride-ის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარიც გამოეხმაურა -„ღმერთო, რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა,“ – აღნიშნა გიორგი თაბაგარმა.

კვირეულის იდეა გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს გამოხატავს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ: მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ Tbilisi pride-ზე

magti 5g