LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამარცხვინოა, როცა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ტყუილზეა დაფუძნებული – თეა წულუკიანი

98

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის საქმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა  ტყუილზე დაფუძნებით ხდება. მსგავსი მცდელობა კი  ვერ იქნება წარმატებული, თუ საზოგადოება ერთმანეთისგან  შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას ვერ განასხვავებს. მისივე თქმით, „რუსთავი 2-ზე“ გასული სიუჟეტში მსხვერპლმა, რომელმაც მას  მიმართა დახმარებისთვის ტყუოდა, როცა თქვა, რომ თითქოს მინისტრმა  უგრეხელიძესთან დაკავშირებული საქმის დეტალების შესახებ იცოდა.

ძალიან სამარცხვინოა როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით. მე ეს ბევრჯერ ვთქვი და  კიდევ ერთხელ ვიტყვი. ჩვენ ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას,  ვერბალურ  და ფიზიკურ ძალადობას. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა რომელმაც „რუსთავი2-ის“ ეთერში სახე დაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის. იმ დღეს როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური. შესაბამისად მან იკადრა ტყუილი როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი, რომ მერე რა მოხდა, ეს მხოლოდ ვერბალური ამბავიათქო. შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა წინ ვერ წავა – განაცხადა თეა წულუკიანმა

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული. დასკვნა 2017 წელს მომზადდა. ამის შემდეგ , პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა  დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g