LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამარცხვინოა, რომ ქართველები ერთმანეთს დავსდევთ ქუჩებში და არც კი ვიცით, რის გამო – იაგო ხვიჩია

44
BeFunky-collage (1)

ძალიან სამარცხვინოა, რომ ქართველები ერთმანეთს დავსდევთ ქუჩებში და არც კი ვიცით, რის გამო, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ გუშინდელ ღონისძიებას.

„ადამიანები არ დაშავებულან, როგორც ჩემთვის ცნობილია. უბრალოდ, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ძალიან სამარცხვინო ფაქტია ის, რომ ჩვენ ქართველები ერთმანეთს დავსდევთ ქალაქის ქუჩებში და არც კი ვიცით, რის გამო ვაკეთებთ ამას.

„სამარცხვინო განცხადება... ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება!“ – Tbilisi Pride-ის ორგანიზატორები და მონაწილეები „რიონის ხეობის მცველებს“ პასუხობენ

„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვის გვერდითაც ვიდექი აი, ამას წერენ,“ - წერს „ფეისბუქზე“ დავით კახაბერი.

აქამდე მივედით, ქვეყანაში გვაქვს ისეთი სიტუაცია, სადაც მოქალაქეების ორი ჯგუფი ერთმანეთს დასდევს იმის გამო, რომ ვიღაც ისეთია, როგორიც არის. ეს არის პრობლემა და ყველანაირი ტესტის ჩავარდნა.

ადამიანები თუ არ დაშავებულან და ავიცილეთ ჯანმრთელობის დაზიანებები, მაშინ გამოდის, რომ პოლიციამ ჩააბარა უსაფრთხოების ტესტი, უბრალოდ თუ სახელმწიფოებრივად ვუყურებთ ამ საკითხს, რამდენად საკმარისია ეს, სხვა ამბავია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g