LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავ ორგანოებს თუ აქვთ კითხვები, უნდა დასვან – კობახიძე ქუმსიშვილი-ალავიძის გამოკითხვაზე

132

სამართალდამცავ ორგანოებს თუ აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვის საკითხზე კომეტირებისას განაცხადა.

„საკითხთან დაკავშირებით იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ გაქვთ. ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. მათ თუ კითხვები აქვთ, ეს კითხვები უნდა დაისვას და კითხვებზე პასუხები იქნება. შესაბამისად, იმ პროცესებს უნდა დაველოდოთ, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში განვითარდება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ინფრასტრუქტურის, თუ ნებისმიერ სხვა სამინისტროში ხორციელდება, განსაკუთრებით მსხვილი ტენდერები, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებული.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გუშინ გამოკითხეს.  როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ალავიძე და ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g