LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებმა 1 პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

73

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით  დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქარელში მეზობელ ქალს,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, წარმატებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი ქარელში, მომხდარიდან რამდენიმე საათში,   ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ 19-108- მუხლით, – მის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღეს,  შსს-ში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g