LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველების მიერ არასათანადო მოპყრობის გამოძიება კვლავ პრობლემად რჩება – ომბუდსმენი

80
lomjaria_axali

წინა წლებთან შედარებით, 2018 წელს სახალხო დამცველის ოფისში მომართვიანობის მაჩვენებელი სამართალდამცველების მიერ არასათანადო მოპყრობაზე შემცირებულია, თუმცა პრობლემად რჩება, რომ პროკურატურაში გაგზავნილ არც ერთ საქმეზე შედეგი დამდგარი არ არის, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სახელწმიფო ინსპექტორის მექანიზმი, რომელიც სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ფაქტებს შეისწავლის.

„2018 წელს წინა წლებისგან განსხვავებით შემიცირებულია ჩვენთან მომართვიანობის მაჩვენებელი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, თუმცა კვლავ რჩება პრობლემად ამ საქმეების გამოძიების არაეფექტურობა. წინა წლებში პროკურატურაში გაგზავნილ არც ერთ საქმეზე არ არის შედეგი დამდგარი, არავინ არის პასუხისგებაში მიცემული და ძალიან დაბალია დაზარალებულად ცნობის მაჩვენებელიც. ამ თვალსაზრისით გამოძიების ეფექტურობა კვლავ პრობლემატურია,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები