LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს – შსს საგარეჯოში მომხდარი განზრახ მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

212
მკვლელობა კახეთში

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

საგარეჯოში მოკლული გიორგი ფეიქრიშვილის მამა: ბავშვობის მეგობრები იყვნენ, რა მოხდა, არ ვიცი, როგორც გავიგე, ავტომობილში მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდეს, ერთი ტყვია აქვს გულში მოხვედრილი

magti 5g