LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციები 1000 ლარიდან 4000-მდე იზრდება

63

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შესაბამისი ცვლილებები ინიცირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. აქამდე არსებული ნორმა ითვალისწინებდა 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს, დღეს არსებული საქნციები კი შემაკავებელი ფუნქციას სათანადოდ ვერ არსულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g