LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამართებელზე მორბენალი 2049” კინოგაქირავებაში ჩავარდა

132

ფილმ „სამართებელზე მორბენალი 2049“-ის კინოგაქირავება ყველაზე პესიმისტურ პროგნოზზე უარესად დაიწყო: საპრემიერო უქმეებზე მისმა შემოსავალმა მხოლოდ 31,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 170 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმისთვის კი ეს ნამდვილად ჩავარდნაა. უარეს შემთხვევაში ფილმისგან 50 მილიონს მოელოდნენ.

მიზეზად, რის გამოც პროექტმა მაყურებელი ვერ დააინტერესა, ზედმეტად დიდი ქრონომეტრაჟი და თანამედროვე დონის დინამიკის არარსებობა სახელდება.

გასული უქმეების რეიტინგის მეორე ადგილზე „ჩვენს შორის მთებია“ იმყოფება, რომელმაც 10 მილიონი გამოიმუშავა, მესამე ადგილს კი საშინელებათა ჟანრის პროექტი „ის“ იმყოფება. აღსანიშნავია, ამ უკანასკნელის მოგებამ უკვე გადააჭარბა 600 მილიონ დოლარს, რაც ამ ჟანრის ფილმისთვის ფენომენალური მაჩვენებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები