LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

133
21bc2908-3357-472b-9045-e5e1a815044b-675

“საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ზუგდიდში პოლიციამ დააკავა.

შსს-ში განაცხადეს, რომ დეტალებზე მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 აშშ დოლარის თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა. მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა.

შს სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მკვიდრი ბადრი ესებუაა. უწყებამ იდენტიფიცირებული პირის დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო. “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g